კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის მე-15 ოლიმპიადის მეორე საპრიზო ადგილის მფლობელია!
- 18 იანვარი, 2019
კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან მეორე საპრიზო ადგილით დაბრუნდა. ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ტარდება ყოველწლიურად ალმატიში. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-15 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 16 სახელმწიფოს 70-მდე გუნდი იღებდა. ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 529 მოსწავლე.
სკოლის მოსწავლეებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კომაროვის სკოლის გუნდმა მეორე საპიზო ადგილი (რეიტინგით მე-3 შედეგი) აჩვენა. სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის ლიდერთაგანია მათეამატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლას 1 პირველი პრიზი, 1 მეორე პრიზი, 3 მესამე პრიზი და 3 საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.
გუნდის შემადგენლობა:
გუნდის ლიდერები: გიორგი არაბიძე და თეიმურაზ კალატოზი.
შემადგენლობა: ლუკა მუშკუდიანი, ბაქარ გამეზარდაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი-მათემატიკა, გიორგი გოგაბერიშვილი, ლუკა კირთაძე-ფიზიკა, ნიკა ბირკაძე, თეიმურაზ თოლორაია-ინფორმატიკა.
ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:
ნიკოლოზ ბირკაძე -ინფორმატიკა, ოქროს მედალი.
ლუკა მუშკუდიანი-მათემატიკა, ოქროს მედალი.
ბაქარ გამეზარდაშვილი-მათემატიკა, ოქროს მედალი.
ალექსანდრე მერაბიშვილი-ფიზიკა,ოქროს მედალი.
თეიმურაზ თოლორაია-ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
ლაშა კოროშინაძე-ფიზიკა, ვერცხლის მედალი.
გიორგი გოგაბერიშვილი- ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.
დავით ხვედელიძე-მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბირკაძე ოლიმპიადის ერთადერთი მონაწილეა 529 მოსწავლიდან, რომელმაც აბსოლუტური შედეგი (600-დან 600 ქულა ინფორმატიკაში) აჩვენა.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს ამ გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს!